შინაარსზე გადასვლა

Ministry of Sound

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Ministry of Sound
დარგი
დაფუძნდა 1991; 33 წლის წინ (1991)
დამაარსებელი ჯეიმზ პალუმბო
სათავო ოფისი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მმართველი
  • ჯეიმზ პალუმბო
  • ლოჰან პრესენსერი
საიტი ministryofsound.com

Ministry of Sound (MoS) — ღამის კლუბების ქსელი. პირველი კლუბი გაიხსნა 1991 წლის 21 სექტემბერს, საუტუარკში, სამხრეთ ლონდონში. რამდენიმე კვირის „მალული“ კლაბინგის შემდეგ 1992 წელს ოფიციალურად გახსნილ „MoS“-ში უკვე ტევა არ იყო ძირითადად აქ მოსულთა მიერ გავრცელებული ხმების მეშვეობით. ეს იყო ბრიტანეთში ჰაუზ მუსიკისა და სუპერკლუბების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ადგილი ადრეულ 1990-იან წლებში.

MoS თავდაპირველად ლონდონის იმდროინდელ სხვა ღამის კლუბებისგან განცალკევდა და ადგილი კლუბების უბნიდან საკმაოდ შორს, არაალკოჰოლურ ბარში და საყოველთაოდ ქებული ხმის სისტემით შეარჩია. ყოველ პარასკევს და შაბათს დიჯეები აქ ცოცხლად ასრულებენ თავიანდ ბოლო მიქსებს. კლუბში ორი ვრცელი საცეკვაო დარბაზია, ასევე სონი პლეისტეიშენის ოთახი და აბსოლუტ ჩილ ბარი.

კლუბი დააარსეს ჯეიმზ პალუმბომ (ყოფილი დავჯდომარე და მიმდინარე აღმასრულებელი დირექტორი),[1] ჰამფრი უოტერჰაუზმა და დიჯეი ჯასტინ ბერკმანმა. დაარსების შემდეგ MoS ბრენდი გაფართოვდა და რამდენიმე სფეროს მოიცავს (მათ შორის ხმის ჩამწერ სტუდიასაც). ბრენდისგან მიღებულმა მოგებამ პალუმბო ბრიტანეთის უმდიდრეს ხალხთა სიაში მოახვედრა (136 მილიონი გირვანქა სტერლინგი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. James Palumbo I’m going to fight for my right to party. Evening Standard (2013-11-14). ციტირების თარიღი: 2014-02-20.